სამეგრელოს პოლიციამ მარტვილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, შეიარაღებული ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პირს, მას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.