დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები დღესაც, ტრადიციულად, 17 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. მოთხოვნა უცვლელია - ისინი ბავშვების სამკურნალოდ ახალი მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოთხოვნილი მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით კითხვები არსებობს. კითხვებზე პასუხების გაცემის გარეშე კი პროტოკოლი ვერ დამტკიცდება. დიუშენის პაციენტთა მშობლები აცხადებენ, რომ მათ მიერ მოთხოვნილ მედიკამენტებს საქართველოში ამჟამად ხელმისაწვდომი წამლებისგან განსხვავებინ გვერდითი ეფექტები არ აქვს და მათი საქარველოში შემოტანა ბავშვებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.