პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

2026-04-27 12:24:47+04:00

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. დაკავებულებს შორისაა, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.