იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი, რომელიც მთავრობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოტანა ეხება. აქამდე მსგავსი პოსტი არ არსებობდა, უმრავლესობამ ის მას შემდეგ შექმნა, რაც მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გელა გელაძის შეცვალეს. მდინარაძის კაბინეტი მთავრობის ადმინისტრაციაში იქნება და ახალ უწყებას საკუთარი აპარატი არ ეყოლება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილება სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს. სამთავრობო ცვლილებების შესახებ დეტალებს მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.