ფრაქცია „საქართველოსთვის“ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძისა და „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის დაბარებას გეგმავს. ექსპრემიერის გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ სამი სამსახურის ხელმძღვანელის დაბარება სრულყოფილი სურათისთვის აუცილებელია და მხოლოდ ბიზნესსექტორთან საუბარი საკმარისი არ არის. ფრაქციის წევრები საკითხზე კომისიას დღეს წერილობით მიმართავენ. ფასების დასარეგულირებლად საკუთარ გეგმას წარადგენს ოპოზიციური ალიანსი. როგორია ოპოზიციის ხედვა - რა არის ფასების დარეგულირების მექანიზმის? მაშო დიასამიძეს მოვუსმინოთ.