ნინო წილოსანი - „ოპოზიციური ალიანსი“ ფარსი იყო და მალევე ჩამოეშალათ - მოძალადე ადამიანების ეს პოლიტიკური დაჯგუფება არის ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არც ერთმანეთთან არიან ჰარმონიაში - Palitra News

ნინო წილოსანი - „ოპოზიციური ალიანსი“ ფარსი იყო და მალევე ჩამოეშალათ - მოძალადე ადამიანების ეს პოლიტიკური დაჯგუფება არის ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არც ერთმანეთთან არიან ჰარმონიაში

2026-04-27 15:10:59+04:00

"ოპოზიციური ალიანსი" ორთვიანი მობილიზაციის კამპანიის შემდგომ 26 მაისსს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ამაზე "ალიანსის' წევრები აქტიურად საუბრობენ, თუმცა ვიდრე 26 მაისი მოვა ოპოზიციის ალიანსმა კრიტიკა, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან არაერთხელ დაიმსახურა, რის გამოც "ოპოზიციის ალიანსის" რვა წევრმა სააკაშვილის განცხადებები პირად თავსახმად მიიღო. დაპირისპირებამ გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა "ალიანსი" "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვოს. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ 'ალიანსის" დღის წესრიგი დესტრუქციული და რადიკალურია და ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას არჩევნებამდე ვერ შეძლებს.