ისრაელმა აღმოსავლეთ ლიბანში საჰაერო დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო დარტყმების შედეგად ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელელი ჯარისკაცების მიმართულებით დრონი გაუშვა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ დრონით თავდასხმა ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკზე განახორციელეს.
ცნობისთვის, ბექაას ხეობაში დარტყმები პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 16 აპრილს აშშ-ის შუამავლობით ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ვაშინგტონში ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურმა პირებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ოფიციალური შეხვედრები გამართეს. 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამი კვირით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.