ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა არსებული ვითარება მიუღებლად შეაფასა. მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, რომ არსებული სურათი დაუშვებლად მიაჩნია. შეხვედრა ცერემონიების სასახლეში გაიმართა, სადაც სამინისტროს ადმინისტრაციული ნაწილი ცოტა ხნის წინ გადავიდა.ევროპელ დიპლომატს კომენტარი არ გაუკეთებია. მისი უწყებაში დაბარება ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა, სადაც მან აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება საქართველოს მომავალი - ევროპულ სივრცესთან დაახლოება თუ კრიზისულ წარსულში დაბრუნება.მმართველ გუნდში ელჩის შეფასებები ზეწოლად და შანტაჟის მცდელობად აღიქვეს. რა საკითხები განიხილეს და რა პასუხები მიიღეს