საპატრიარქო ახალი პატრიარქის არჩევის პროცედურას იწყებს - Palitra News

საპატრიარქო ახალი პატრიარქის არჩევის პროცედურას იწყებს

2026-04-27 20:50:37+04:00

საპატრიარქო ახალი პატრიარქის არჩევის პროცედურას იწყებს.წმინდა სინოდის სხდომაზე 39 მღვდელმთავარი ფარული კენჭისყრით საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს და ამის შედეგად, 3 კანდიდატის ვინაობა გახდება ცნობილი. კენჭისყრამდე მღვდელმთავრები ბიულეტენებს მიიღებენ, შემდეგ კი სპეციალურ კაბინებში შერჩეული კანდიდატის მონაცემებს სრულად შეავსებენ. სურვილის შემთხვევაში ისინი საკუთარ თავზეც შეძლებენ ხმის მიცემას. სასულიერო პირები ხაზს უსვამენ, რომ პროცესში ჩარევა არ დაიშვება და მსგავსი მცდელობის შემთხვევაში პროცესში არც ჩაერთვებიან.