ოპოზიცია ეკონომიკურ საკითხებზე მაღალი თანამდებობის პირების დაბარებას ითხოვს. ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები გეგმავენ, რომ ფასების თემაზე მომუშავე კომისიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი და „საქსტატის“ დირექტორი პარლამენტში დაიბაროს.გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ სრული სურათისთვის მხოლოდ ბიზნესთან კომუნიკაცია საკმარისი არაა და პროცესში სახელმწიფო უწყებებიც უნდა ჩაერთონ.ფრაქცია კომისიას ოფიციალურად მიმართავს. ამავდროულად კი ხელისუფლების ოპონენტთა სხვა გაერთიანება - „ოპოზიციური ალიანსი“ აპირებს წარადგინოს საკუთარი ხედვა, რომელიც ფასების რეგულირების მექანიზმებს შეეხება.