დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ - Palitra News

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

2026-04-27 20:53:47+04:00

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ - ისინი პოლიციას შეკრების უფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ და რეაგირებას მოითხოვენ. უკვე ერთი კვირაა, რაც მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ. მთავარი მოთხოვნა კი საჭირო მედიკამენტების შემოტანა და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის დაფინანსებაა. პროტესტს მოქალაქეები და ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათი შეფასებით, ხელისუფლებამ პრიორიტეტად ბავშვების ჯანმრთელობა უნდა დააყენოს.