ოპოზიცია ე.წ. საბოტაჟის საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებს და პროცესს სახელმწიფოსთვის საზიანოდ მიიჩნევს.„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესი შეთითხნილია და მისი მიზანი ოპოზიციური ლიდერების დევნაა. მისივე შეფასებით, მსგავსი საქმეები აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და სახელმწიფო ინტერესებს.გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებები რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წარუდგინა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია და სხვებს. საქმე საბოტაჟსა და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედების ბრალდებებს მოიცავს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.