Reuters - შესაძლოა, ნატო-მ ყოველწლიური სამიტები აღარ ჩაატაროს - Palitra News

Reuters - შესაძლოა, ნატო-მ ყოველწლიური სამიტები აღარ ჩაატაროს

2026-04-27 21:11:41+04:00

დონალდ ტრამპის კრიტიკის ფონზე, შესაძლოა, ნატო-მ ყოველწლიური სამიტები აღარ ჩაატაროს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ნატო ყოველწლიური სამიტების ჩატარების პრაქტიკის დასრულებას განიხილავს, რათა დონალდ ტრამპთან დაძაბული შეხვედრები თავიდან აიცილოს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით მოკავშირეები გააკრიტიკა.

ერთ-ერთი დიპლომატიური წყაროს ცნობით, 2027 წლის ნატო-ს სამიტი ალბანეთში, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ჩატარდება, თუმცა ნატო 2028 წლისთვის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელს, სამიტის გაუქმებას განიხილავს.

ასევე, კიდევ ერთი დიპლომატის განცხადებით, ალიანსის ზოგიერთი წევრი ქვეყანა სამიტის ყოველ ორ წელიწადში გამართვის ინიციატივით გამოდის.

წყაროებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მიიღებს.

ცნობისთვის, წელს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7-8 ივლისს გაიმართება.