საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი დღის წესრიგში დგას, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესს უახლოეს მომავალში გააგრძელებს და ასევე, საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულება დღის წესრიგში დგას.
„რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში, ჩვენ გავაგრძელებთ და გონივრულ ვადებში დავასრულებთ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციას. ასევე, დღის წესრიგში დგას საქართველოსთან ჩვენი საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებებს უკვე მივაღწიეთ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.