29 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარსდგება - Palitra News

29 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარსდგება

2026-04-28 09:19:55+04:00

29 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარსდგება. მინისტრი პარლამენტში ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. განხილვის მთავარი საგანი დიუშენით დაავადებული ბავშვების მკურნალობა და მათთვის მედიკამენტის შემოტანა იქნება. ოპოზიციაში მოლოდინი არ აქვთ, რომ ხელისუფლება დისტროფიით დააავადებული ბავშვების ოჯახის წევრების მოთხოვნას გაითვალისწინებს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები უკვე რამდენიმე დღეა, მთავრობის კანცელარიასთან უწყვეტ პროტესტს მართავენ. მშობლები შვილებისთვის მედიკამენტის შემოტანას და მკურნალობის დაფინანსებას ითხოვენ.