რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ელჩ -პაველ ჰერჩინსკთან დაკავშირებით? საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბრიუსელი საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლოდ იქცევა. ოპოზიციაში მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ გამოკითხვაზე არა ევროკავშირის, არამედ ირანის ელჩი უნდა დაებარებინათ. ოპოზიციის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ქვეყანის იზოლაციაში მოქცევას ცდილობს. მმართველ გუნდში კი ელჩის შეფასებები ზეწოლად და დასავლეთისგან მუქარად მიიჩნიეს. პაველ ჰერჩინსკის უწყებაში დაბარება ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა, სადაც მან აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება საქართველოს მომავალი - ევროპულ სივრცესთან დაახლოება თუ კრიზისულ წარსულში დაბრუნება.