პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, წმინდა სინოდის 39 წევრი პატრიარქობის კანდიდატებს, ფარული კენჭისყრით აირჩევს.
სამების საკათედრო ტაძარში მეუფეები პატრიარქობის კანდიდატებს დაასახელებენ, თუმცა ხმის მიცემა ფარული იქნება, სინოდის სხდომაზე არჩევნების პროცესში შეიქმნა სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიაც. კანდიდატების დასახელების შემდეგ გამოირჩევა ის სამი მღვდელთმთავარი რომლებსაც ყველაზე მეტი ხმა ექნებათ, საბოლოო ვერდიქტი კი გაფართოებულ სინოდის სხდომაზე 17 მაისამდე გამოცხადდება. გაფართოებულ კრებაზე, 2000-მდე სტუმარს მათ შორის საეკლესიო და საერო პირებს ელოდებიან. კანდიდატების შერჩევა და წმიმდა სინოდის სხდომა 12 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მხოლოდ 39 მღვდელთმთავარი მიიღებს. სხდომას მეუფე შიო უხელმძღვანელებს.