ვაშინგტონში, შაბათს საღამოს, „თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის“ სადილის დროს თავდასხმაში ეჭვმიტანილ 31 წლის კოულ თომას ალენს ბრალი ფედერალური მუხლით წაუყენეს - Palitra News

ვაშინგტონში, შაბათს საღამოს, „თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის“ სადილის დროს თავდასხმაში ეჭვმიტანილ 31 წლის კოულ თომას ალენს ბრალი ფედერალური მუხლით წაუყენეს

2026-04-28 09:24:33+04:00

ვაშინგტონში, შაბათს საღამოს, „თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის“ სადილის დროს თავდასხმაში ეჭვმიტანილ 31 წლის კოულ თომას ალენს ბრალი ფედერალური მუხლით წაუყენეს. მოსამართლის განცხადებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. კოულ თომას ალენს დანაშაულის ჩადენის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და დანაშაულის ჩადენის განზრახვით შტატებს შორის ცეცხლსასროლი იარაღის გადატანასაც ედავებიან. აღნიშნულს გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერიც, რომელმაც განმარტა რომ მომხდარი თავდასხმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მესამე სერიოზული მცდელობა იყო.