საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარედ მიხეილ ხიდურელი დაინიშნა - Palitra News

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარედ მიხეილ ხიდურელი დაინიშნა

2026-04-28 10:27:49+04:00

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარედ, სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ყოფილი დირექტორი, მიხეილ ხიდურელი დაინიშნა.

შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს მიხეილ ხიდურელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარედ“,- ნათქვამია დოკუმენტში.