პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, წმინდა სინოდის 39 წევრი პატრიარქობის კანდიდატებს, ფარული კენჭისყრით აირჩევს. ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა - სწორედ ამ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი. პატრიარქის მიტრას დაიდგამს ის, ვინც სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან უმრავლესობას, სულ ცოტა 20 ხმას მიიღებს.