პრემიერ-მინისტრის მიერ გასულ კვირას დაანონსებული საკადრო ცვლილებების განხილვა უკვე პარლამენტმა დაიწყო - Palitra News

პრემიერ-მინისტრის მიერ გასულ კვირას დაანონსებული საკადრო ცვლილებების განხილვა უკვე პარლამენტმა დაიწყო

2026-04-28 12:53:41+04:00

პრემიერ-მინისტრის მიერ გასულ კვირას დაანონსებული საკადრო ცვლილებების განხილვა უკვე პარლამენტმა დაიწყო. მამუკა მდინარაძეს განცხადების საფუძველზე სუს-ის ხელმძღვანელის უფლებამოსილება შეუწყდა, დღეს კი - გეკა გელაძე, რომელიც სუს-ის უფროსის პოზიციაზე წარდგენილი კანდიდატია, დეპუტატებსა და საზოგადოებას საკუთარ ხედვას წარუდგენს. სუს-ის ახალი ხელმძღვანელის არჩევასთან ერთად, დღის წესრიგის ნაწილია - ახალი თანამდებობაც, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ცნობილია, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები თავდაცვის უწყებაზე არ გავრცელდება. არ შეიქმნება აპარატიც. სახელმწიფო მინისტრს ორგანიზაციულ, მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს. სწორედ კანცელარიაში იქნება მამუკა მდინარაძის კაბინეტი. ახალი თანამდებობის შემოღების საკითხზე მოსაზრებები გაცვალეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ,,ხალხის ძალის’’ წევრებმა.