3 თვეში ბანკების მოგებამ 894 მლნ ლარს გადააჭარბა და ტრადიციულად ბანკების მთლიანი მოგების თითქმის 87% მხოლოდ 2 ბანკზე მოდის - Palitra News

3 თვეში ბანკების მოგებამ 894 მლნ ლარს გადააჭარბა და ტრადიციულად ბანკების მთლიანი მოგების თითქმის 87% მხოლოდ 2 ბანკზე მოდის

2026-04-28 13:51:33+04:00

3 თვეში ბანკების მოგებამ 894 მლნ ლარს გადააჭარბა და ტრადიციულად ბანკების მთლიანი მოგების თითქმის 87% მხოლოდ 2 ბანკზე მოდის. უფრო კონკრეტულად კი ამ წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა 894 მილიონ 341 ათასი ლარის წმინდა მოგება დააგროვეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს. სებ-ის სტატისტიკით, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 146 მლნ ლარით, 19.5%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 2 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი „სილქ ბანკი“ აღმოჩნდა. როგორც უკვე გითხარით, კომერციულ ბანკების მთლიანი მოგების 87% მხოლოდ 2 ბანკზე - „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ მოდის. უფრო კონკრეტულად კი „საქართველოს ბანკის“ მოგებამ ამ სამ თვეში 447 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება თიბისი ბანკს, მისი მოგება 303 მილიონ ლარს აჭარბებდა.