მთავრობამ შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. 2026 წლის 24 აპრილის დადგენილების მიხედვით, ცვლილება შევიდა გასული წლის 10 აპრილის დადგენილებაში, მაშინ მთავრობამ შაქრის იმპორტზე ერთწლიანი გადასახადი დააწესა.
ცნობისთვის, საქართველოში შაქრის იმპორტზე დროებითი გადასახადი 2023 წლის 20 ნოემბრიდან ამოქმედდა და მას შემდეგ აღნიშნული საიმპორტო გადასახადის გახანგრძლივება რამდენჯერმე მოხდა. ბოლო
დადგენილების თანახმად, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა. ანუ, ყოველი ერთი ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარს შეადგენს. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ დაახლოებით 11 მლნ დოლარის ღირებულების 19 988 ტონა შაქარი იყიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ წელს პირველ კვარტალში ყველაზე დიდი რაოდენობით შაქარი საქართველომ პოლონეთში იყიდა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი, ხოლო მესამზეზე ნიდერლანდები.