2026 წელს მოსალოდნელია მშენებარე ბინების რეკორდული რაოდენობის დასრულება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი - Palitra News

2026 წელს მოსალოდნელია მშენებარე ბინების რეკორდული რაოდენობის დასრულება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი

2026-04-28 13:54:01+04:00

2026 წელს მოსალოდნელია მშენებარე ბინების რეკორდული რაოდენობის დასრულება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, 2025 წელს თბილისში დაახლოებით 18 ათასი ბინის მშენებლობა დასრულდა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს დასრულებული ბინების რაოდენობა დედაქალაქში 35 ათასს მიაღწევს. რაც შეეხება ბათუმს, ზღვისპირა ქალაქში გასულ წელს დასრულებულია 13 ათასამდე ბინის მშენებლობა. ამასთანავე, 2026 წელს დასრულებული ბინების რაოდენობა 18 ათასს მიაღწევს. რაც შეეხება სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის მდგომარეობას, კვლევის მიხედვით, დარგის შემოსავალმა გასულ წელს 5.9 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთანავე 700 მილიონი დოლარის შემოსავლების აკუმულირება მოხდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით, ავეჯისა და განათების შემოსავლებმა კი 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.„გალთ ენდ თაგარტი“ მიმდინარე წელს სამშენებლო და სარემონტო სექტორის შემოსავლების 6.3 მილიარდ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს.