მხოლოდ ერთ დღეში, დიდი ფასდაკლების დღეს, „არქი იასამნების“ კომპლექსში 291 ბინა გაიყიდა. წინასწარი რეგისტრაცია 20,000-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა გაიარა. „გრანდ ავენიუს“ სივრცეში გამართული ღონისძიების ფარგლებში, მომხმარებლებმა ექსკლუზიური პირობებით ისარგებლეს და ბინა განსაკუთრებულ ფასად შეიძინეს, რომელიც ტრადიციულად მხოლოდ ამ დღის ფარგლებშია ხელმისაწვდომი.