საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პოტენციური შეთანხმების პირველი ნაწილი ომამდე არსებული სტატუსკვოს დაბრუნებასა და ჰორმუზის სრუტის შეზღუდვების გარეშე ხელახლა გახსნაზე იქნება ორიენტირებული. აშშ-სა და ირანს პაკისტანში მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის შეხვედრა არ ჩაუტარებიათ, თუმცა, შუამავლობის პროცესთან ახლოს მყოფი წყაროების ცნობით, ორივე მხარე ისეთი დაშორებული არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გავრცელებული ცნობით, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი, რომელსაც აშშ და ისრაელი ომის მიზეზად მიიჩნევენ, მოგვიანებით განიხილება. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოითხოვს, ირანმა დათმოს ატომური ბომბისთვის ვარგისი გამდიდრებული ურანის მარაგი და უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე. ეს მოთხოვნები ირანისთვის მიუღებელია. წყაროების ცნობით, შუამავლები ორივე მხარის დარწმუნებას ცდილობენ შეთანხმების მისაღწევად, განსაკუთრებით კი მომდევნო რამდენიმე დღეა გადამწყვეტი.