საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს და გაფართოებული კრების თარიღს დაასახელებს. როგორც წესი, 39 -მა მღვდელმთავარმა მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს, კრიტერიუმების მიხედვით კი პატრიარქი უნდა იყოს ქართველი, ბერი, ჰქონდეს შესაბამისი განათლება და უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი? - საზოგადოება სამი კანდიდატის დასახელების მოლოდინში.