ირაკლი კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით ემუქრება, ძალიან მძიმეა - დაბარებული იქნა, მოისმინა მინისტრმა განმარტებები, ეს არის ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო, სხვა ნაბიჯები არ მგონია - Palitra News

ირაკლი კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით ემუქრება, ძალიან მძიმეა - დაბარებული იქნა, მოისმინა მინისტრმა განმარტებები, ეს არის ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო, სხვა ნაბიჯები არ მგონია

2026-04-28 16:27:42+04:00

რა განცხადებაც გააკეთა ჰერჩინსკიმ, არის უმძიმესი თავისი შინაარსით. როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, არის ძალიან მძიმე - დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, დაბარებული იქნა ელჩი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩს საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელ წარსულში დაბრუნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს უნდოდა.

„რა განცხადებაც გააკეთა ჰერჩინსკიმ, არის უმძიმესი თავისი შინაარსით. როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, არის ძალიან მძიმე. ასევე, ემუქრებოდა ჰერჩინსკი ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ის მოუწოდებდა ამომრჩევლებს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხელისუფლებაში დაებრუნებინათ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რეალურად ამას ნიშნავდა პაველ ჰერჩინსკის მაშინდელი მოწოდება. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს სწორედ ბნელ წარსულში დაბრუნებას, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამის დაბრუნება არ უნდა ქართველ ხალხს და სწორედ ამის გამო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქართველმა ხალხმა საერთოდ არ იღო ყურად ჰერჩინსკის მოწოდება, მან მხედველობაში მიიღო საკუთარი ინტერესები და არა ევროკავშირის ელჩის მოწოდება, დაებრუნებინა ქვეყანა ხალხს საკუთარი ხელით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბნელ წარსულში. ეს არ იყო ახალი არაფერი, რასაც მიჩვეულები ვართ ევროკავშირის ელჩისგან, იგივე განცხადება გააკეთა, რეალურად, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება, სხვა ნაბიჯები არ მგონია, იმიტომ, რომ დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, დაბარებული იქნა ელჩი, მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტებები მისგან, ეს არის ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.