აშშ-მა ირანის მხარდაჭერისთვის ათეულობით პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა. ამერიკული მხარის ინფორმაციით, 35 ფიზიკური და იურიდიული პირი თეირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა. მათი თქმით, აღნიშნული ქსელი ე.წ. ჩრდილოვანი საბანკო სისტემის შექმნაში მონაწილეობდა, რომლის საშუალებითაც ირანმა მილიარდობით დოლარი მიიღო. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო აფრთხილებს ყველა კომპანიას, რომელიც ირანის ხელისუფლებასთან ან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ ითანამშრომლებს, რომ მკაცრი სანქციების წინაშე აღმოჩნდება. ამავე დროს, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაპირისპირებაში წარმატებას აღწევენ.