უნგრეთის ახალი მმართველი პარტიის, „ტისას“ინფორმაციით, პიტერ მადიარი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაში, კონკრეტულად კი ზაკარპატიაში შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს. პიტერ მადიარი აღნიშნავს, რომ ქალაქ ბერეგოვოს მერს შეხვდა და რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების მდგომარეობა განიხილა. მისივე შეფასებით, უკრაინაში დაახლოებით 150 ათასი უნგრელი ცხოვრობს და მათი უფლებები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.