მარნეულში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც 10 წლის ბავშვი დაიღუპა, 19 წლის ბიჭი დააკავეს - Palitra News

მარნეულში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც 10 წლის ბავშვი დაიღუპა, 19 წლის ბიჭი დააკავეს

2026-04-29 11:48:19+04:00

მარნეულში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც 10 წლის ბავშვი დაიღუპა, 19 წლის ბიჭი დააკავეს.

მარნეულში მცირეწლოვანს მანქანა გუშინ დაეჯახა, 10 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.