ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს ფასებით მანიპულირებაში ადანაშაულებს - რას აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები - Palitra News

ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს ფასებით მანიპულირებაში ადანაშაულებს - რას აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები

2026-04-29 12:42:52+04:00

ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს ფასებით მანიპულირებაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტთა განცხადებით, ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომელიც უკავშირდებოდა ცალკეული პროდუქტების ღირებულებას, რეალობას არის აცდენილი. მათივე თქმით, ბოლო თვეებში პროდუქტებზე ფასები არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, საგრძნობლად გაიზარდა. ამავე დროს, საპირისპიროს ამტკიცებს „ქართული ოცნება“.