საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს - Palitra News

საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს

2026-04-29 12:44:12+04:00

საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

სამართალდამცველებმა არაერთხელ განახორციელეს საკონტროლო შესყიდვები და ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერები. ჩხრეკისას, როგორც საცხოვრებელ სახლებში, ისე ავტომობილებში, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ბუპრენორფინი და სხვა ნივთიერებები, ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდო შემოსავალი.

დამატებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 2 500-ზე მეტი აბი ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი აღმოაჩნდა. გამოძიება რამდენიმე მძიმე მუხლით მიმდინარეობს და ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.