მეფე ჩარლზის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და აშშ საერთო ღირებულებებს იზიარებენ და არაერთხელ გაერთიანდნენ საერთო მიზნებისთვის - Palitra News

მეფე ჩარლზის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და აშშ საერთო ღირებულებებს იზიარებენ და არაერთხელ გაერთიანდნენ საერთო მიზნებისთვის

2026-04-29 12:45:13+04:00

ბრიტანეთის მეფე და აშშ-ის პრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ პარტნიორობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მეფე ჩარლზის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და აშშ საერთო ღირებულებებს იზიარებენ და არაერთხელ გაერთიანდნენ საერთო მიზნებისთვის. მისივე განცხადებით, არსებული გამოწვევები იმდენად მასშტაბურია, რომ მათთან გამკლავება მხოლოდ ერთ ქვეყანას გაუჭირდება. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ორი ქვეყანა ისტორიულად ერთად იბრძოდა ტირანიისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და წარმატებას მიაღწია.