„პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, არამედ ბავშვს უშველის სწორი და რეალური წამალი,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტზე ისაუბრა. მან ტყუილი უწოდა ინფორმაციას, თითქოს სამინისტრო მიჩნევს, რომ მოთხოვნილი წამლის შემოსატანად ეტლის საჭიროების გადავადება არასაკმარი მიზეზია, მისი განმარტებით ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, თუ რამდენად შეუძლია აღნიშნულ მედიკამენტს სიკეთის მოტანა ფატალური რისკების შექმნის გარეშე. მინისტრი დღეს გულგრილობაში დაადანაშაულა ფრაქტიამ საქართველოსთვის, გახარიას თანაგუნდელები, რომლებმაც სარჯველაძე ინტერპელაციის წესით დაიბარეს ითხოვენ პასუხს კითხვაზე რატომ ვერ იცავს სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ეს ყველაზე მეტად საჭირდებათ?