მამუკა მდინარაძე ხვალიდან ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს, დღეს კი ძალაში შევა ცვლილებები კანონში, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის შემადგენლობას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაემატება. ამ პოსტზე, მამუკა მდინარაძის ფუნქცია სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაცია იქნება. ქართული ოცნების წევრების განცხადებით, მსგავსი პრაქტია სხვა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის, საფრანგეთსა და პოლონეთშიც არსებობს და ოპოზიციამ საკითხის ირგვლივ ცრუ განგაში და აჟიოტაჟი შექმნა.