საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ მოსახლეობას 10 კვერცხის 4 ლარად და 60 თეთრად , ხოლო საქონლისა და ღორის რბილი ხორცის 10 ლარად შეძენა შეუძლია . ირაკლი კობახიძე უარყოფს, რომ პარლამენტში შექმნილი, ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პარალელურად ქვეყანაში ფასები, მათ შორის „გაიაფებული კვერცხის ფასიც კი“ გაძვირდა. საპირირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია, რომელიც პროდეუქტებზე მაღალ ფასებს, მათ შორის, ქართული ოცნების კორუფციულ სქემებს უკავშირებს. ვინ რაში ხედავს გამოსავალს?