"ოპოზიციური ალიანსის" შეხვედრები რეგიონებში - რატომ არ დაესწრო „ნაციონალური მოძრაობა“ - Palitra News

"ოპოზიციური ალიანსის" შეხვედრები რეგიონებში - რატომ არ დაესწრო „ნაციონალური მოძრაობა“

2026-04-29 15:35:24+04:00

"ოპოზიცირმა ალიანსმა" რეგიონებში შეხვედრები დაიწყო, თუმცა არავის გამორჩენია ფაქტი, რომ ქუთაისში გუშინ გამართულ შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობა" არ ესწრებოდა. მას შემდეგ რაც ექსპრეზიდენტმა "ალიანსს" სამოქმედო გეგმა დაუწუნა და მისი კომპლექსისგან გათვაისულებისკენ მოუწოდა რვა "ოპოზაიციურმა ალიანსმა" ექსპრეზიდენტი პერსონალურ თავდასხმაში დაადანაშაულა. ამ დავის ფონზე გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა "ალიანსი" "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვოს, ვარაუდი კიდევ უფრო გააძლიერა გუშინდელმა შეხვედრამ, რომელსაც მხოლოდ რვა ოპოზიციური პარტია ესწრებოდა. "ქართული ოცნების" წევრები ვარაუდობენ, რომ "ოპოზიციური ალიანსი" არჩევნებამდე დაიშლება. უფრო მეტიც, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული პარტიები, სამართლებრივად, საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე ქართულ პოლიტიკას სრულად ჩამოშორდებიან.