დიმიტრი პესკოვის განცხადებით, 9 მაისის აღლუმში სამხედრო ტექნიკა მონაწილეობას უკრაინის მხრიდან „ტერორისტული საფრთხის“ გამო არ მიიღებს - Palitra News

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, 9 მაისის აღლუმში სამხედრო ტექნიკა მონაწილეობას უკრაინის მხრიდან „ტერორისტული საფრთხის“ გამო არ მიიღებს

2026-04-29 16:06:46+04:00

მოსკოვში დაგეგმილ 9 მაისის აღლუმში სამხედრო ტექნიკის კოლონა მონაწილეობას უკრაინის მხრიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის გამო არ მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კიევის რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად კარგავს პოზიციებს ბრძოლის ველზე, სრულად ტერორისტულ საქმიანობაში ჩაერთო. ამიტომ, ამ ტერორისტული საფრთხის ფონზე, რა თქმა უნდა, ყველა ზომა მიიღება საფრთხის მინიმიზაციისთვის“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მისი თქმით, 2026 წელს სამხედრო აღლუმი შარშანდელთან შედარებით შემცირებული ფორმატით ჩატარდება.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება.