პარლამენტმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა - თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს - Palitra News

პარლამენტმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა - თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს

2026-04-29 18:11:05+04:00

პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და 84-ხმით ( 10 - წინააღმდეგი), მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

მიღებული პროექტის მიხედვით, მთავრობის სტრუქტურაში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა გაჩნდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს.

სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. მის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.