რატომ ვერ ხერხდება დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანა?! - Palitra News

რატომ ვერ ხერხდება დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანა?!

2026-04-29 21:01:44+04:00

რატომ ვერ ხერხდება დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანა?! - ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გაცემა, ინტერპელაციის ფორმატში, ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძეს მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ უწყების ხელმძღვანელი მშობლებს, პრობლემის მოსაგვარებლად, აქტიურ მუშაობას ჰპირდება - დიუშენით დაავადებული ბავშვების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროცესი დროში იწელება, მათი შვილებისთვის კი - თითოეული წუთი მნიშვნელოვანია. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პრობლემა უსაფრთხო მედიკამენტის არ არსებობაა, რის გამოც, გადაწყვეტილების მიღება ყოვნდება. სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილოა ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები მინისტრს გულგრილობაში ადანაშაულებენ. მიხეილ სარჯველაძე და მმართველი გუნდი კი თვლიან, რომ ოპონენტები საკითხს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ.