სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი - გეკა გელაძე მუშაობას შეუდგა - Palitra News

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი - გეკა გელაძე მუშაობას შეუდგა

2026-04-29 21:05:42+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი - გეკა გელაძე მუშაობას შეუდგა. მამუკა მდინარაძისთვის კი - ახალი თანამდებობა უკვე ოფიციალურად შექმნილია. პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა. მას შემდეგ, რაც განკარგულებას ხელს მიხეილ ყაველაშვილი მოაწერს, მდინარაძე მთავრობის კანცელარიაში მისთვის გამოყოფილი კაბინეტიდან, მუშაობას დაიწყებს. ახალ უწყებას, ცალკე აპარატი ან დამოუკიდებელი ბიუჯეტი არ ექნება. სახელმწიფო მინისტრს ორგანიზაციულ, მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს. მთავრობის სტრუქტურაში მინისტრის პოსტის ამგვარი ფორმატით შექმნამ, ხელისუფლების ოპონენტებისგან კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ოპონენტების ცრუ აჟიოტაჟი, მამუკა მდინარაძეს ხელს ვერ შეუშლის, ახალ მოვალეობას, თავი ეფექტურად გაართვას - რა გამოწვევებს უნდა უპასუხოს მდინარაძემ ახალი პოზიციიდან?!