საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკვები პროდუქტების ხელმისაწვდომობა შენარჩუნებულია და მოსახლეობას შეუძლია, 10 კვერცხი 4 ლარად და 60 თეთრად, ხოლო საქონლისა და ღორის რბილი ხორცი - დაახლოებით, 10 ლარად შეიძინოს. მთავრობის მეთაური უარყოფს ოპოზიციის ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ პარლამენტში შექმნილი ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობის ფონზე ფასების ზრდა - არ დაფიქსირებულა. მმართველი გუნდის პოზიციით, ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნებულია, თუმცა საბოლოო გეგმა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა საპარლამენტო კომისია მუშაობას დაასრულებს. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. ოპონენტების შეფასებით, რეალურ ბაზარზე ფასები კვლავ მაღალია და ხელისუფლების განცხადებები მოსახლეობის ყოველდღიურ გამოცდილებას არ ემთხვევა. ოპოზიცია ფასების ზრდას ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკასა და „კორუფციულ სქემებს“ უკავშირებენ. ვინ რას სთავაზობს საზოგადოებას გამოსავლად და იაფდება თუ არა რეალურად ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი?!