დაანონსებული გეგმის შესაბამისად, ოპოზიციურმა ალიანსმა რეგიონებში შეხვედრები დაიწყო. ქუთაისში, დახურულ ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ალიანსის წევრები ბათუმს ეწვივნენ. პირველივე შეხვედრაზე, ნაციონალური მოძრაობის არ ყოფნამ გააჩინა კითხვა - გამოეთიშა თუ არა პარტია ერთობას?! ეჭვებს აძლიერებს, ამბის წინაპირობაც - ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ალიანსის წევრებს სამოქმედო გეგმა დაუწუნა და მისი კომპლექსისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდა. რვა ოპოზიციური პარტია სააკაშვილის განცხადებებს პერსონალურ თავდასხმად აფასებს, აცხადებენ რომ გუნდმა ხელმოწერილი დოკუმენტის პრინციპები უნდა დაიცვას. შეძლებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებამდე კონსოლიდაციას?! ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული პარტიები, სამართლებრივად, საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე ქართულ პოლიტიკას სრულად ჩამოშორდებიან. რა იწვევს უკმაყოფილებას ნაციონალურ მოძრაობაში და რას პასუხობენ ალიანსის წევრები, ერთობის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიას.