ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია - Palitra News

ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია

2026-04-29 21:10:56+04:00

ბათუმში, გორგილაძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია.

ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში 4 სახანძრო მანქანაა ჩართული. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სხვენზეა გავრცელებული.