თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს - Palitra News

თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს

2026-04-29 21:17:51+04:00

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან თბილისელებისთვის სრულად უფასო იქნება. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.