ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგები, შესაძლოა, თვეების ან წლების განმავლობაშიც კი გამოვლინდეს. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ეს ოთხი წლის განმავლობაში მეორე ენერგეტიკული კრიზისია. მისივე განცხადებით, გაკვეთილი ძალიან ნათელი უნდა იყოს, რადგან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე ზედმეტი დამოკიდებულება ევროკავშირს დაუცველს ხდის. ამავდროულად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის დაწყებიდან ირანში სულ მცირე 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს და ათასობით კი დააკავეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 21-დან სულ მცირე 9 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს 2026 წლის იანვრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, 10 - ოპოზიციური ჯგუფების წევრობისთვის, ორი კი -ჯაშუშობის ბრალდებით.