რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკსა და პერმის ოლქის ქალაქ პერმზე დრონებით შეტევა განხორციელდა. რუსული ტელეგრამ არხები იუწყებიან, რომ დარტყმების შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. როსავიაციამ ორსკის აეროპორტსა და რუსეთის რამდენიმე სხვა ქალაქის აეროპორტებში დროებით შეზღუდვები დააწესა. უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქები ორსკი და პერმი უკრაინის საზღვრიდან 1500-1800 კილომეტრში მდებარეობენ. ამ ფონზე კი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ მოსკოვში დაგეგმილ 9 მაისის აღლუმში სამხედრო ტექნიკის კოლონა მონაწილეობას უკრაინის მხრიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის გამო არ მიიღებს. მისი თქმით, 2026 წელს სამხედრო აღლუმი შარშანდელთან შედარებით შემცირებული ფორმატით ჩატარდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება.