ლონდონის გარეუბანში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა - Palitra News

ლონდონის გარეუბანში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

2026-04-29 21:23:46+04:00

საერთაშორისო მედიის ცნობით, ლონდონის გარეუბანში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, დანით შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში ებრაული თემის წარმომადგენლებს დაესხა თავს. მამაკაცი ებრაული საზოგადოება „შომრიმის“ წარმომადგენლებმა დააკავეს. რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია მივიდა. ამ დროისთვის თავდამსხმელი დაკავებულია.