მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობაში სახელწმიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა. ახლადჩამოყალიბებულ უწყებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. უკვე ცნობილია, რომ სამსახურის მიზანი სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაციის ხარისხის გაზრდა იქნება. ხელისუფლების ოპონენტები ქართული ოცნების შიგნით არსებულ ე.წ პოლიტიკურ კარუსელზე საუბრობენ და განხორციელებული ცვლილებების უკან ბიძინა ივანიშვილის პირად სურვილებს ხედავენ. მმართველი გუნდის შეფასებით კი მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნება „ქართული ოცნების“ გუნდს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს, რაც თავის მხრივ, ხელისუფლების გამართულ ფუნქციონირებაზე აისახება.